ვებ-გვერდის შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც "ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოებამ" შეიტყო ERTAD.GE-ის შესახებ. პროექტი ERTAD.GE საერთაშორისო საფინანსო კომპანიის, 4Finance - ის მიერ საქართველოში წარმოდგენილი ბრენდის, VIVUS.GE-ის პატრონაჟით ხორციელდება. ERTAD.GE საქველმოქმედო პროექტია, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს მიზნების მიღწევაში ეხმარება. წლების მანძილზე არსებობდა ასეთი ვებ-გვერდის შექმნის საჭიროება. ჩვენმა ახლად დაარსებულმა ორგანიზაციამ უპირველეს მიზნად ამ პროექტის განხორციელება დაისახა. დიდი ძალისხმევის შედეგად ERTAD.GE-ის 2016 წლის იანვრის კონკურსში გამარჯვება შევძელით და ვებ-გვერდიც შევქმენით. ეს პროექტი მიზნად ისახავს მეცნიერთათვის და სტუდენტთათვის წიგნების მოძიების და მათთან მუშაობის პროცესის გაიოლებას. ელექტრონული ბიბლიოთეკა არის ჩვენს ხელთ არსებული ბიბლიოთეკების ალტერნატივა, რაც ნიშნავს, რომ მეცნიერებს თუ სტუდენტებს არქეოლოგიურ .ლიტერატურაზე მუშაობა შეეძლებათ როგორც ბიბლიოთეკაში, ისე კომპიუტერის გამოყენებით.